ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის -,,ოფთალმიჯი” ერთობლივი თანამშრომლობით, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს. სამედიცინო აქციის ფარგლებში, ოპერაცია მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 27-მა პაციენტმა გაიკეთა. მსურველებს ჩაუტარდათ კატარაქტას ექსტრაქცია და ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით.

ოპერაციებს პროფესორი არსენ შურღაია, მთავარ ექიმ სოფიო იმედაშვილთან და დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებს.

აქციის ფარგლებში 11 აპრილს ოფთალმოლოგიური ოპერაციები გაიმართა, 12 აპრილს კი მოსახლეობას საშუალება ექნება უფასო კონსულტაციებით ისარგებლოს.

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები ხორციელდება. ასევე, პერიოდულად ადგილზე ტარდება სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო კვლევები და ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც მსურველებს საშუალება აქვთ მოწვეული, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალის მომსახურებით ისარგებლონ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები