აგრარულ საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვაზე მონიტორინგს ახორციელებს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოისმინეს საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის ანგარიში, ასევე ინფორმაციები: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ; 2022 წლის პირველ კვარტალში სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებული მიწების თაობაზე; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფარგლებში სასოფლო-სამურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციები წარადგინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  უკვე აპრილის ბოლოსთვის იქნება მზად საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რის შემდეგაც მუშაობა შესაბამის კანონმდებლობაზე დაიწყება.

„სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად გამოყენების შესახებ კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს უკვე მესამე შეხვედრა გავმართეთ. საინტერესო პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს – საჯარო რეესტრის სისტემური რეგისტრაციის თაობაზე, ასევე მიწის სააგენტოში საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.  მოვისმინეთ ინფორმაცია  სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების თაობაზე და შევთანხმდით, რომ დოკუმენტს პარლამენტი გარკვეულ სახეს მისცემს კონცეფციის ფორმით და შემდგომ უკვე შესაბამის კანონმდებლობაზე დავიწყებთ მუშაობას.  განვიხილეთ ასევე ქონების სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე ის საკითხები, რომლებიც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფარგლებში, სასოფლო-სამურნეო მიწის გასხვისებას უკავშირდება. კომიტეტი აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები