ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პატიმრის ოჯახი აქციას მართავს
ბათუმის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ბათუმელი გიდის ჯიმშერ კურცხალიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაუპატიურების ფაქტი არ დგინდება.
აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ ჯიმშერ კურცხალიძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა. შეკრებილები აღნიშნავენ, რომ რუსი ტურისტები თაღლითობის ამ სქემას ხშირად მიმართავენ, ჯერ ნებაყოფლობით ამყარებენ სექსუალურ კავშირს ქართველ მამაკაცებთან, შემდეგ კი, კომპენსაციის მიღების მიზნით, მათ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
დემონსტრანტები პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.