ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსებით, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. ამის შესახებ “კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

 

არსებული ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში კაპიტალური გზა გაკეთდა ერისთავის ქუჩაზე. გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს დუნდუას ქუჩაზეც.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

,,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება და ხელი შეეწყოს აგრო-ბიზნესის განვითარებას”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

 

,, ღანირისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. ბატონმა მერმა დანაპირები შეასრულა და გვიწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. დავით ბახტაძე ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებს ყურადღების მიღმა არასდროს ტოვებს,”- აღნიშნა ღანირის მკვიდრმა ბიძინა ჭანჭალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები