“მინდა, პატივისცემით გავიხსენო ჩვენი გმირები, რომელთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია” – ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან – ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი, სიმბოლურად, ყვავილებით შეამკო.

,,9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს დღე არის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს, უდიდესი გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს ქართველებმა, ეს კი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა”, – განაცხადა ზვიად მხეიძემ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები