ლაგოდეხში 9 აპრილის გმირის მამუკა ნოზაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს

33 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან.

თარიღთან დაკავშირებით, ლაგოდეხში, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი – 21 წლის მამუკა ნოზაძის საფლავი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა,ოჯახის წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფელ კართუბანში, მამუკა ნოზაძის სახელობის სახალხო დღეობა სპორტული და საბავშვო აქტივობებით გაიმართა. მამუკა ნოზაძის სახელს ატარებს, სპორტული მოედანი და ქუჩა, სადაც გმირის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები