ლანჩხუთში 9 აპრილითან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი ჩატარდა,ლანჩხუთში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერების: გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პანაშვიდის შემდეგ, ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა. სტუმრებმა განახლებული ექსპოზიცია დაათვალიერეს. აქვე ლიტერატურული კონკურსის ,,9 აპრილიდან 9 აპრილამდე” გამარჯვებულები დაჯილდოვდა.
“პოეზიაში პირველ ადგილზე პაპუნა ფირცხალაიშვილი გავიდა, მეორეზე- ზურა მურვანიძე, ხოლო მესამე ადგილი სოფია სამხარაძეს ერგო.
პროზაში პირველი ადგილი ანა ურუშაძემ მოიპოვა, მეორე – მარიამ ურუშაძემ, ხოლო მესამეზე – ლიზი შავიძე გავიდა.
გამარჯვებულებს სიგელები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გადასცეს. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 300, მეორეზე – 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს 100 ლარი გადაეცათ.
კონკურსის მხარდამჭერი მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და გაზეთი ,,გურია თუდეი” გახლდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.