ხულოში, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს – ამის შესახებ ხულოს მერიის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები