დმანისში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
დმანისელებმა დღეს, ტრადიციულად, 9 აპრილის ტრაგედია და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავდადებული ადამიანები გაიხსენეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურისა და დასვენების სკვერში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ და მამა გიორგიმ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.