ჩხოროწყუში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიისა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლაიას საფლავი.

მერიის ცნობით, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები