ლევან ზოიძე: გმირობა, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს შეუფასებელია, მადლობა თავისუფლებისთვის
1989 წლის 9 აპრილს, დაღუპული ახალგაზრდების პატივისცემის ნიშნად დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მერმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
”გილოცავთ ამ დღეს, თავისუფლების დღეს. 9 აპრილი თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის დღეს ბრძოლის, რწმენის. თავისუფლების დღე. გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის იმ მიზნის მიღწევისთვის, რისთვისაც იბრძოლეს. ჩვენი თავისუფლებისთვის, მაშინ მათ სასწაული გააკეთეს. გმირობა, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს შეუფასებელია. მადლობა თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ლევან ზოიძემ.