9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ბოლნისში პატივი მიაგეს

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეამკო.

მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ გადაიხადა. ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითი წრეების მიერ შესრულდა 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი მცირე პერფორმანსი.

,,დღეს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. 9 აპრილმა, ფაქტობრივად, განსაზღვრა საქართველოს მომავალი და ის იდეალები, რომელზეც ჩვენ განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული ჩვენგანის ვალია არ დავივიწყოთ 9 აპრილის მოვლენების გმირები და მათ სათანადო პატივი მივაგოთ, სწორედ ჩვენი ეროვნული გმირების დამსახურებაა ის, რომ დღეს თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.

989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები