სამტრედიის მერმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლო – წითელი ტიტებით შეამკეს.

“დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. თავისუფლებისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

33 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას კი ზიანი მიადგა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები