ირაკლი შიოშვილი: 1989 წლის 9 აპრილს ქვეყანამ თავისუფლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა ქ. თელავში, 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

“დღეს, 9 აპრილია, ეს არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს ქართველების ერთიანობის სულისკვეთებასა და ამავდროულად დიდ ტრაგედიას.
1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მოწამლეს. ქვეყანამ თავისუფლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო.
პატივს მივაგებთ სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ადამიანებს, მადლობა მათ თავისუფლებისათვის, “- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

,,ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ჩვენი მოქალაქეების გმირობის და თავდადების შედეგად გვაქვს დღეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო.
გვსურს, პატივი მივაგოთ დღევანდელ დღეს გარდაცვილთა ხსოვნას, ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც საქართველოს მთლიანობას შესწირა თავი და გმირად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
საქართველოს 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მე ღრმად მწამს რომ გმირების თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, სწორი ნაბიჯებით აუცილებლად გავამთლიანებთ საქართველოს”, – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები