ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში 26 მაისის და გორგილაძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში მოქალაქე კობა ფარტენაძე ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები