უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც შვილი საქართველოში შეეძინა მარტვილის მერმა საჩუქრები გადასცა

უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში” შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.

უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები