“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ქობულეთში შეხვედრები დასრულდა
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გავმართეთ შეხვედრები. მათი აქტიური ჩართულობით გამოვყავით თითოეული სოფლის პრიორიტეტული საკითხები”, – ამის შესახებ ქობულეთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, დასკვნითი შეხვედრები სოფელი ქობულეთის, კოხის, ზედა სამებისა და ჭახათის მოსახლეობასთან შედგა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ყველა სოფელში წამოჭრილი საკითხის შესწავლა მოხდება და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები.