გორის მერია დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს დააფინანსებს
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭრა – კერვა – მოდელირების კურსებს დააფინანსებს.
თანადაფინანსების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯები განვითარებისათვის“ ახორციელებს.
სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მცხოვრებლები უსასყიდლოდ შეისწავლიან ჭრა – კერვა – მოდელირებას.
სწავლების საფასური სრულად ანაზღაურდება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი განვითარებისათვის“ მიერ.
კურსის ხანგრძლივობა 3 თვე (კვირაში 2 დღე, დღეში 3 სთ).
მსმენელები ჭრა-კერვის კურსის პარალელურად გაივლიან სამეწარმეო უნარ-ჩვევების და ფონდების მოძიების ტრენინგებს.
ტრენერის კონსულტაციების შედეგად, საინტერესო იდეების გარშემო მომზადდება ბიზნესგეგმები.
პროექტი „სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმება სწავლების გზით“ ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
მსურველების რეგისტრაცია გაგრძელდება 10 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 595908691.