თბილისში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 165 შემთხვევა, იმერეთში – 37, შიდა ქართლში – 26 – სტატისტიკა დეტალურად

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 625 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 721 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43% – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში ვირუსს არცერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირდა.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 420 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 205 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 324 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 708-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.9%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც, 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 230, აჭარაში – 23, იმერეთში – 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 116 პირი, მათ შორის, თბილისში – 72, აჭარაში – 18, იმერეთში – 10.

3 504 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები