იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ადამსმა ჩაატარა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავდა ლურჯი მოცვის წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ბაღის მართვას, სხვლა/ფორმირებისა და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებს, წამლობის სქემებსა და მიღებული მოსავლის შენახვის ტექნოლოგიებს.
მიმდინარე წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის წარმოების საკითხებზე სწავლება 100-მდე ფერმერს ჩაუტარდება.