გივი მოდებაძე ჭიათურაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ჭიათურში იმყოფებიან.

გივი მოდებაძემ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ მშობლებს კი მშვიდობა უსურვა და ყველა სახის მხარდაჭერაზე თანადგომა გამოუცხადა.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში ჭიათურის მერია, ჭიათურლები და ზოგადად, ქართველი ხალხი, თქვენს გვერდით ვდგავართ. შეძლებისდაგვარად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ჩვენთან ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად. ვიმედოვნებ, უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს და ეს ადამიანები თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

უკრაინელებმა მადლიერება გამოხატეს ჭიათურის მერიის და მერის მიმართ, მათთვის ყველაზე რთულ ვითარებაში გამოჩენილი ყურადღებისთვის

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები