ზესტაფონი სპორტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზესტაფონში ოლიმპიური გარბენი და ველორბოლა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ. სპორტული ღონისძიება ასლანიკაშვილის სანაპიროზე გაიმართა.
გარბენის დასრულების შემდეგ, სპორტსმენები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კერძოდ მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, „თეთრი ბარათის“ კამპანიას შეუერთდნენ.
„ყოველი წლის 6 აპრილს სპორტის დღის აღნიშვნით ჩვენ ვაღიარებთ სპორტის ძალას და მის შესაძლებლობებს, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ასევე, საზოგადოებისა და სოციალური ცვლილებების განვითარებას“,- ვასილ გველესიანი.
6 აპრილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2013 წელს სპორტის საერთაშორისო დღედ მშვიდობისა და განვითარებისთვის ( IDSDP) გამოცხადდა და 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.