საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია გიორგი ქუჯოშვილი.
როგორც ცნობილია, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან გუშინ მოხდა.
ფაქტი “კვირას” სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია ამოქმედებული.