ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილშიდედაბერა-ნიგვზიანის დამშრობი მასივის საექსპლუატაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხები იწმინდება.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები