კახეთში 3 წლის ბავშვმა თამაშის დროს წამალი დალია და გარდაიცვალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში 3 წლის ბავშვმა თამაშის დროს ფსიქოტროპული პრეპარატი დალია და გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბიჭი 6 წლის დასთან ერთად თამაშობდა.

მცირეწლოვანი ბიჭი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს სამკურნალოდ, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი და-ძმა ბებიასთან იზრდებოდა მას შემდეგ, რაც სოციალურმა სამსახურმა მათ დედ-მამას მშობლის უფლება შეუზღუდა, მცირეწლოვნების მეურვეობა კი ბებიას დააკისრა.

“კვირა” მომხდარის დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები