რა პროექტებია დაგეგმილი ონში – მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან  მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერმა შეხვედრაზე, სამსახურის უფროსებისგან სფეროების მიხედვით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების შესაბამის ვადებში დასრულებასა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, კონკრეტული მითითება გასცა.

თათბირზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები