გორის მერია: უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მალე დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მალე დასრულდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
“უკვე დასრულდა რეზერვუარის, საქლორატოროს, წყალსადენი მაგისტრალისა და გამანაწილებელი ქსელის მონტაჟი.
პროექტის მიხედვით დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
ათეული წლებია სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, 250-მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება”, – აცხადებენ მერიაში.