სამტრედიაში, ერისთავის და წინსვლის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ერისთავის და წინსვლის ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მერის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ზაქრაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ გოგია.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პირველ ეტაპზე დაახლოებით 35 კილომეტრი კაპიტალური გზის საფარი მოეწყობა. შემდეგ ეტაპზე, ამ მხრივ კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო” ასრულებს.