საგარეჯოში, ქვემო და ზემო ყანდაურის დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად 1 973 421  ლარია გამოყოფილი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან – ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ ქვემო და ზემო ყანდაურის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
გზის გარდამავალი პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 973 421 ლარით ფინანსდება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები