ქობულეთში 5 საბავშვო ბაღი შენდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული ბაღების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში, 5 საბავშვო ბაღი შენდება.
“სოფელ ლეღვაში ახალი ბაღის მშენებლობა მერმა ლევან ზოიძემ მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე შენობის მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, ატრაქციონების განთავსება, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება საპარკე სკამები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
საბავშვო ბაღი 3 ჯგუფიანი იქნება და გათვლილია 105 აღსაზრდელზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.