ქობულეთში აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელი ქუჩების მოწესრიგება დაიწყო

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ქალაქში, ზღვის სანაპიროზე, გადასასვლელების მოწესრიგება მიმდინარეობს.

აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელი ქუცების კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე ხორციელდება.

პროექტით წესრიგდება ტროტუარები, სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათება და შემზღუდავი ბარიერები.

„ 2022 წლისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. ყოველწლიურად განახლებულ, გალამაზებულ ქალაქს ვქმნით ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ზღვის სანაპიროზე გადასასვლელი ქუჩების მოწესრიგება.

უკვე წელს, ტურისტულ სეზონზე დამსვენებლებს, რეაბილიტირებული, კეთილმოწყობილი მონაკვეთები დახვდებათ”, – განაცხადა ლევან ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები