საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა
საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა თბილისის დროით 10:43 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.