გორში „გლობალური ტური ლაზერულ სირბილში“  გაიმართა

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა. ამის შესახებ “კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სხვადასხვა ასაკის მოზარდებმა, საქართველოს მასშტაბით, გარბენში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს ყველა ისეთ პროექტს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას გულისხმობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები