ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა

ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა,რომელიც კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს.

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლად გახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს.

ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.

ფოთის მერის გადაწყვეტილებით,  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები