ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში საფილტრი რეზერვუარი მონტაჟდება.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ობიექტი სტიქიის შედეგად დაზიანდა და დროულად მოწესრიგებას საჭიროებდა.

არსებული ინფორმაციით, სათავე ნაგებობიდან წყალი ორი სოფელს მიეწოდება, ჯამში 1500 აბონენტს.

მიმდინარე სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ, მოადგილეებთან და სამსახურების  ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები