“ამ ოფისს ვერ გახსნით, შანსი არ გაქვთ” – ჩოხატაურში ალტ-ინფოს ოფისთან ხმაურია
ხმაური და დაპირისპირება იყო ჩოხატაურში ალტ ინფოს ოფისთან. ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მუნიციპალიტეტში რუსული პროპაგანდის გამტარებელი ორგანიზაციის ფუნქციონირებას.