გაგა აფციაური: 17:00 საათისთვის აქტივობა რუსთავსა და გარდაბანში, ჯამში 22.78%-ია

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აისახება იმაში, რომ არცერთი საჩივარი და განცხადება არ შესულა არც საუბნო კომისიაში და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აქტივობა რუსთავსა და გარდაბანში 22.78%-ია.

„რუსთავის 84 საარჩევნო უბანზე 17:00 საათისთვის 23 317 ამომრჩეველია მოსული, რაც არის 21,94%. გარდაბანში კი 8 575 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც აქტივობის 25%-ია. ჯამში, 17:00 საათისთვის დაფიქსირებულია 31 892 ამომრჩეველი, რაც არის 22,78%“, – განაცხადა გაგა აფციაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები