ლანჩხუთის მერმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მოინახულა და ტკბილეული გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილესთან ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები მოინახულა და ტკბილეული გადასცა.

“უკვე მეორე წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამაა შექმნილი. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის დაფინანასება გაიზარდა და 50 600 ლარი შეადგინა. პროგრამით 13 ბენეფიციარი სარგებლობს. ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინოთ”, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები