წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს – მაშველები მდინარე ლეხიდარში მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად წყალში მამაც შევიდა, თუმცა მოზარდს ამ დრომდე ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.