15:00 საათის მონაცემებით, ბათუმში ამომრჩეველთა 33,32% ფიქსირდება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის ზვიად სურმანიძის განცხადებით, მეოთხე მაჟორიტარულ  ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33,32 პროცენტი ფიქსირდება.

„15 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული. სამი ეხება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ერთი კი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. ოთხივე მათგანი არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება 15 საათის აქტივობას, 33,32 პროცენტია ამ ეტაპისთვის, ეს კი საკმაოდ მაღალი აქტივობაა”, – განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები