79-ე საოლქო კომისიის იურისტი: აჭარის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება საარჩევნო კოდექსის არც ერთ ნორმას არ ეწინააღმდეგება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რიჟვაძემ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

იურისტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებით კანონი არ დაურღვევია.

„საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის, აგიტაციის წესებს, რომლის მიხედვითაც იკრძალება აგიტაცია კენჭისყრის შენობაში, კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, აჭარის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება საარჩევნო კოდექსის არც ერთ ნორმას არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები