ისრაელში ტუროპერატორებს აჭარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისრაელში ტურისტული და სარეკლამო კომპანიებისთვის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციაზე უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. გარდა პრეზენტაციისა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ჩაატარეს მედიაპლატფორმების, ტელევიზიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, რომლებთან თანამშრომლობითაც აჭარის შესახებ რეპორტაჟების, ბლოგებისა და სტატიების მომზადება იგეგმება.

პრეზენტაცია და შეხვედრები ისრაელის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „IMTM 2022” ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ისრაელი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში რეგულარული ფრენებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები