გოგი მეშველიანი საქართველოს მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი საქართველოს მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს.
„რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს!
ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სიკეთის, ჯანმრთელობის მომტანი. მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ”, – აცხადებს მეშველიანი.