ბათუმის 78-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ბათუმის 78-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. უბანზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები უბნის გარე პერიმეტრზე მითითებებს იძლევიან და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

თავის მხრივ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები ოპოზიციურ პარტიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

ამასთან, 78-ე საარჩევნო უბანთან დიდი რაოდენობით ამომრჩეველთა მობილიზების გამო, პოლიცია იყო გამოძახებული. სამართალდამცველები საია-ს დამკვირვებელმა გამოიძახა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, უბნის გარე პერიმეტრზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა და წესრიგის დამყარების მიზნით პოლიციაში დარეკა.

თავის მხრივ 78-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განმარტა, რომ უბანზე დილიდან მაღალი აქტივობაა, რის გამოც არის ხალხმრავლობა, თუმცა ამომრჩევლები ძირითადად გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და აღნიშნული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის.

დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები