ირაკლი ჭეიშვილი: ყოველ წელს გვესმის თითქოს, არჩევნებს კრიმინალების დახმარებით ვიგებთ – არ დადასტურებულა არცერთი ფაქტი

ყოველ წელს გვესმის თითქოს, არჩევნებს ძველი ბიჭებით, კრიმინალების დახმარებით ვიგებთ და სხვაგვარად ფონს ვერ გავდივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ყოველ წელს გვესმის თითქოს, არჩევნებს ძველი ბიჭებით, კრიმინალების დახმარებით ვიგებთ და სხვაგვარად ფონს ვერ გავდივართ. არ დადასტურებულა არცერთი ფაქტი! ეს არის ტყუილი და საერთოდ, ეს ძველი ბიჭის დეფინიცია – როგორ აფასებთ, რომ ძველი ბიჭია ან კარგი ბიჭია! არ ვიცი, თქვენ რა შეფასების კრიტერიუმები გაქვთ. ეს არის ტყუილი და არცერთ არჩევნებზე არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე რიტორიკაა, რომ ამ პროცესში ძველი ბიჭები არიან ჩართული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – მიმართა ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები