,,საარჩევნო კანონმდებლობით სიების ქონის უფლება აქვს ყველას, ყველა პარტიას. ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი ვარ, რა თმა უნდა, მე არც ზეწოლას ვახდენ, არც აგიტაციას ვეწევი, არც სიმბოლიკით არ ვარ დატვირთული,’’ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ იყო ბათუმში ჩასული.
როგორც ზავრადაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს რას აშავებს მე-5 კოლონის პარტია.
,,ჩემი სურვილია, რომ ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები, მაგიტომ ვარ აქ,’’ – განაცხადა ზავრადაშვილმა.