გიორგი სიორიძე: ვერიფიკაციის აპარატით გამოირიცხება ის მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოში 30 წელია საუბარია და რაც ე.წ. ამომრჩევლის კარუსელს უკავშირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ბათუმში, საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ, თუ საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე აგიტაციის შემთხვევა იქნება, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები რეაგირებას მოახდენენ.

„არჩევნები მხოლოდ პროცედურა არ არის. პროცედურის ნაწილში, რომ მაინც ვყოფილიყავით დაზღვეულები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც უფლებამოსილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში დაენიშნა წევრი, ერთიანი იყო – შევთანხმდით, დაგვენერგა ტექნოლოგიები, რათა ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდე ყოფილიყო შემცირებული.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უბნების შიგნით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, საარჩევნო პროცესი ისე დასრულდება, რომ ჩვენ გვექნება ისეთი შედეგები, რომელსაც მთვლელი მანქანა დააფიქსირებს და ხელის გადათვლითაც დაფიქსირდება. ამასთან, ვერიფიკაციის აპარატით გამოირიცხება ის მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოში 30 წელია საუბარია, რომ. ე.წ. ამომრჩევლის კარუსელით შეიძლება მიმდინარეობდეს არჩევნების დღე.

რაც შეეხება გარე პერიმეტრს, მე არ მინახავს კონკრეტული ფაქტები, იყო თუ არა აგიტაცია. ხალხმრავალი გარემოა, ძალიან დიდი ინტერესია. თუ გარეთ დარღვევა იყო, იმედი მაქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები რეაგირებას მოახდენენ“,- განაცხადა სიორიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები