ბათუმის საოლქოს თავმჯდომარე: ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.17%-ს შეადგენს

ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში, 14-ვე უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 1 686-ს შეადგენს, რაც ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 8,17%-ია, – ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორ უბანზე უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით, რაც ტექნიკურმა ჯგუფმა დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

„მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გულისხმობს იმას, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვიყენებთ როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მთვლელ აპარატებს. ვერიფიკაციის აპარატზე ამომრჩეველი რეგისტრატორ კომისიის წევრთან გაივლის რეგისტრაციას, ხოლო ხმისმთვლელი აპარატი ავტომატურად დაითვლის ნამდვილ, ბათილ ხმებს და მოგვცემს წინასწარ შედეგებს“, – განაცხადა შავაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები