ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 2 აპრილის კოვიდსტატისტიკა დეტალურად

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 343 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03% – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 005-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 366-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 13, გურია -17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 257, აჭარაში – 36, იმერეთში – 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 15. 4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები