გორის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა

გორის მუნიციპალიტეტი 2021 წელს „სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების“ სფეროში განხორციელებული პროექტის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებისთვის დაჯილდოვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სერტიფიკატი გორის მერიის წარმომადგენლებს ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე ბავშვების სპეციალური რეაბილიტაციის პროგრამისთვის გადაეცათ.
“პროგრამა 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვის (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას (წელიწადში 350 ლარის ოდენობით) გულისხმობს.
ეროვნული კონფერენცია “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის – “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა.
გორის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა.
2017 -2018 წელს მუნიციპალიტეტს ჯილდო „მოქალაქეთა ჩართულობის“ თემაზე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტისთვის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ გადაეცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები